მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი განულდება, მკვეთრად შემცირდება ინვესტიციები - საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები

5eca60311e909
BM.GE
24.05.20 16:00
2044
მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება, მკვეთრად შემცირდება კერძო ინვესტიციები - ასეთია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზები 2020 წლის მეორე კვარტლისთვის.

ოფისი ამ პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის შემცირებას 10.7%-იან ნიშნულზე ელოდება.

საბიუჯეტო ოფისი განმარტავს, რომ მშპ-ის მოსალოდნელი კლება განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

მათი ცნობით, ერთის მხრივ, მოსახლეობის თვითიზოლაცია და სხვადასხვა ტიპის აკრძალვები განაპირობებენ ერთობლივი მოთხოვნის ძლიერ შემცირებას, მეორეს მხრივ სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება და ინვესტიციების შემცირება ეკონომიკაში განაპირობებენ ძლიერი მიწოდების შოკს. აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს:

რომ მეორე კვარტალში ტურიზმის მოცულობა თითქმის განულდება, თუმცა ამავე დროს განულდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.

მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირების ფონზე შემცირდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით არასასურსათო პროდუქტებზე და მომსახურების სექტორში.

მკვეთრად შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.
მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის მკვეთრი კლებაც
შემცირებული მოხმარების და კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც, ამას თან ერთვის ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული ფასისმიერი კლების ეფექტიც ენერგომატარებლების იმპორტზე.

მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება ექსპორტის მოცულობაც.

“აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ იმპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე ექსპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი +4.1%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (განსაკუთრებით კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას -14.8 %-ული პუნქტით განაპირობებს”,- ნათქვამია საბიუჯეტო ოფისის პროგნოზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები