მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი & შემოსავლები - ვითარება აჭარაში

წელს, საქართველოს ეკონომიკამ საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებიდან 3.46 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნულმა ბანკის ტურიზმის შემოსავლების 9 თვის ანგარის თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანას 5.04 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც რაოდენობრივად წინა წელთან შედარებით გაზრდილია 4.5%-ით.

ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების მონაცემებს თუ ჩავხედავთ ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა რუსეთი, საიდანაც წლის 9 თვეში 1,111,004 ვიზიტორი გვსტუმრობდა და ეს გასულ წელთან შედარებით 3,3%-იანი კლებაა.

მეორე ადგილზეა თურქეთი 1,060,285-ით, აქაც 2%-იანი შემცირებაა და სამეულშია სომხეთი 732,271 ერთეულით, კლება ნახ პროცენტი. ყველაზე დიდი ზრდა როგორც მოსალოდნელი იყო გვაქვს ისრაელიდან - 25%-ზეა საუბარი, ერთეულებში კი ეს გახლავთ 229,739 ვიზიტორი. და ირანიდან, საიდანაც ქვეყანას 120,840 სტუმარი ეწვია და ზრდა 22,5%-ია.

ათეულშია აზერბაიჯანი, სადაც თითქმის 11%-იანი ზრდა ფიქსირდება. ასევე ყაზახეთი, ბელარუსი, ინდოეთი (+47%) და უკრაინა, ამ უკანასკნელიდან კლება 22%ია.

რაც შეეხება დანახარჯებს, საანგარიშო პერიოდში სექტორმა ყველაზე დიდი შემოსავალი რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო, ჯამურად 675 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ეს სტატისტიკა რაოდენობიდან გამომდინარეობს და არა იქიდან რომ ისინი ბევრს ხარჯავენ ჩვენთან. მეტი სიცხადისთვის, როგორც გითხარით 1,1 მლნ რუსი გვსტუმრობდა, მათი დანახარჯი 675 მლნ იყო, რაც ნიშნავს რომ თითო რუსი ტურისტი ქვეყანაში ყველაზე ცოტას, ჯამში 607$-ს ხარჯავდა.

ეს თანხა ორჯერ უფრო ნაკლებია ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორების საშუალო ხარჯებზე, რომლებიც თითო ვიზიტზე საშუალოდ 1 311$-ს ხარჯავენ. EU-ს მოქალაქეებზე მაღალი დანახარჯები აქვთ ისრაელისა და საუდის არაბეთის ვიზიტორებს. ისრაელის შემთხვევაში ვიზიტზე ხარჯი 1 404$, საუდის არაბეთის შემთხვევაში კი 1 394$-ია.

რუსეთის მოქალაქეებზე უფრო ცოტას ხარჯავენ თურქეთიდან და სომხეთიდან შემოსული ვიზიტორები. 451$ და 167$-ია მათი საშუალო ხარჯი.

როგორია წლის ბოლო კვარტალი და რა მოლოდინებია ტურიზმის ინდუსტრიაში?

სტუმარი: თემურ დიასამიძე - ტურიზმისა & უძრავის ქონების ექსპერტი & საინვესტიციო მრჩეველი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები