9 თვეში საქართველოში 3 655 576 ტურისტი შემოვიდა, რაც წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია. სტატისტიკას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ივლისი-სექტემბრის პერიოდში კი 1,725,093 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. სტატისტიკის მიხედვით, I-III კვარტალში ქვეყანაში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 43%-ია. ცნობისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტატისტიკას კვარტალში ერთხელ აქვეყნებს. ამ ეტაპზე უცნობია ყველაზე მეტი ტურისტი საიდან ჩამოვიდა. ვიზიტორების დეტალური სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ტურიზმის სამი კვარტლის შედეგები მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.