მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციას რომ ხელმძღვანელი არ ჰყავს, ეს სტრუქტურის დაკნინებაა - სიდამონიძე

633967aa0e05e
თელარა გელანტია
02.10.22 18:30
616
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის შეფასებით, ის, რომ ამ უწყებას უკვე მეორე წელია უფროსი არ ჰყავს, „სტრუქტურის დაკნინებაა“.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ უნდა ვიყოთ პროაქტიურები, ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სფეროს სჭირდება ლიდერი. ეს ლიდერი კი არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელუ, მაგრამ უკვე ორი წელია, ამ სსიპ-ს უფროსი არ ჰყავს. ვფიქრობ, თვითონ სტრუქტურის დაკნინებაა, როცა ვსაუბრობთ მოვალეობის შემსრულებელზე.

ვეთანხმები ძალიან ბევრს, რომ ქალბატონო მედეა ჯანიაშვილი არის ძალიან კარგი, გამოცდილი, პროფესიონალი კადრი და გამოვდივარ ინიციატივით, რომ დანიშნონ ის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელძღვანელად და სფეროს ლიდერად, რადგან ამ სფეროს სჭირდება ლიდერი, ინიციატივიანი ადამიანი, რომელიც იფიქრებს სტრატეგიაზე, აქტივობებზე, ექნება კომუნიკაცია კერძო სექტორთან და ამ ყველა პროცესზე, რომელიც ამ დარგს ეხება, იქნება პასუხისმგებელი“, - აცხადებს მაია სიდამონიძე bm.ge-სთან.

ცნობისთვის: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

როდის ეყოლება ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი უფროსი? - მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები