საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის ჯაზფესტივალს 500 000 ლარით დაასუბსიდირებს.
მთავრობის განკარგულების თანახმად, ტურიზმის ადმინისტრაციას დაევალა შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების – "Winter Jazz-ის“ ნაწილობრივი დაფინანსება 500 000 ლარით.
ადმინისტრაციამ სუბსიდირების თანხის ანგარიშსწორება უნდა განახორციელოს ორ ნაწილად, კერძოდ, თანხის 70%-ის - 350 000 ლარის ანგარიშსწორება - 2025 წლის ივლისში, ხოლო 30%-ის - 150 000 ლარის ანგარიშსწორება 2025 წლის დეკემბერში.
ცნობისთვის, Winter Jazz 2024-ს გუდაურმა უმასპინძლა. ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენი“ იყო, მხარდამჭერები კი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის ტრასების სააგენტო.



























