მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერს საქართველოს პოპულარიზაციისთვის ₾3.2 მლნ გადაუხადა

ჯეიმი ოლივერი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოზე ეპიზოდის გადაღებისთვის ბრიტანელი წამყვანის, ჯეიმი ოლივერის მოწვევა 3,228,885 ლარი დაუჯდა - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინვოისიდან და კონტრაქტიდან ხდება ცნობილი. BMG-იმ აღნიშნული კონტრაქტის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციისგან საჯარო ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გამოითხოვა, თუმცა აღნიშნულ წერილზე პასუხი არ მიგვიღია.

ჯეიმი ოლივერი ბრიტანელი წამყვანი და შეფია, რომელსაც Youtube-ზე 6 მილიონი, Instagram-ზე 10.5 მილიონი გამომწერი ჰყავს. ტურიზმის ადმინისტრაციამ ჯეიმი ოლივერის პროდაქშენ კომპანიასთან 3,228,885 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიმდინარე წლის აპრილში გააფორმა.

თავად ჯეიმი ოლივერმა საქართველოს შესახებ მომზადებულ კონტენტზე პოსტები სექტემბერში გამოაქვეყნა. Youtube-ზე მისმა გვერდმა დადო ორი ვიდეო 12 და 9 წუთის ხანგრძლივობით, რომლებშიც ის ქართულ სუფრასა და ხაჭაპურის მომზადებაზე საუბრობს. პირველ ვიდეოს 75 ათასი, მეორეს კი 129 ათასი ნახვა აქვს. Instagram-ზე კი მის პირველ Reel-ს 823 ათასი ნახვა და 25 ათასი ლაიქი აქვს, მეორე Reel-ს 787 ათასი ნახვა და 28 ათასი ლაიქი, მესამე Reel-ს კი 1.2 მილიონი ნახვა და 64 ათასი ლაიქი აქვს.

ჯეიმი ოლივერი საქართველოში:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები