მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაციის გეგმები - რა იცის ბიზნესმა?

გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით 27 მილიონი ლარის ბიუჯეტი დამტკიცდა. გასულ წელს მაია ომიაძე ამბობდა, რომ მარკეტინგული აქტივობების განხორციელებისთვის სამიზნე ბაზრებად დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია იყო შერჩეული. საქართველომ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში და ქვეყანაში ჩამოვიდნენ ინფლუენსერები, რომლებმაც შესაბამისი ვიდეო რგოლები მოამზადეს. წელს სამიზნე ქვეყნებს როგორც ჩანს ემატება ჩინეთი და ინდოეთი. როგორც ცნობილია, ორივე ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა გვაქვს. ჩინეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზო რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ინდოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობა ისევ გამოწვევაა. ეს პრობლემური საკითხებიც იყო ნახსენები გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე. რაზე იმსჯელეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან დაორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც მედია დაპატიჟებული არ იყო, რა ძირითადი პრობლემური საკითხები იყო შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დაყენებული და რამდენად არის თანხვედრაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხრიდან წარდგენილი მარკეტინგული აქტივობების გეგმა არსებულ რეალობასთან?

სტუმარი: მაია მახათაძე - კომპანია „რადარის“ დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები