ავსტრიის ტურიზმის სექტორი დაკარგული ტურისტების, შემოსავლებისა და ზარალის ანაზღაურების მიზნით, დიდ კონკურენციაში ერთვება. სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები, განთავსების ობიექტებს სხვადასხვა დანიშნულებას ანიჭებენ, იმისათვის რომ ადამიანები დააინტერესონ, პარალელურად პროცესებში ჩართულია ადგილობრივი მთავრობა და ყველა საჭირო ზომას მიმართავს, იმისათვის, რომ მსოფლიოს გააგებინოს, რომ ავსტრია არის უსაფრთხო ქვეყანა. რა ცვლილებების შემუშავება უწევთ, როდის იხსნებიან და რამდენად უსაფრთხოა რეალურად ქვეყანა?