"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია" Facebook-ზე განთავსებული პოსტების რეკლამირებისთვის მომდევნო წელს, სავარაუდოდ, 300 000 ლარს დახარჯავს. უწყება გამარტივებული შესყიდვის უფლებას ითხოვს.
„აღნიშნული შესყიდვის მიზანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად დაინტერესებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ Facebook-ს , თავისი მასშტაბურობით და დაფარვის არეალით არ ჰყავს კონკურენტი, აღნიშნული მომსახურება, მოცემული შესყიდვის მიზნებისთვის მის გამოყენებას უალტერნატივოს ხდის“, - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ ამ პლატფორმას, 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, 2.8 მლრდ აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
მომსახურება გაწეული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში, 2024 წლის იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.