მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადზე შეღავათებს ითხოვს;

ე.წ ოფშორების კანონთან დაკავშირებით მსჯელობისას განხილვაში უძრავი და მოძრავი ქონების მფლობელთა პროცედურული საკითხები ერთიანად არის. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ქონების გადასახადის სეზონურად გადახდას ითხოვენ. მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვადასხვა ტურისტულ არეალში სეზონი რამდენიმე თვე გრძელდება, ბიზნესს მთელი წლის ქონების გადასახადი უწევს. კერძო სექტორში ამბობენ, რომ თხოვნით მთავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბიზნესის ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ არ შეიძლება მათთვის შეღავათის დაწესებამ, როდესაც მთავრობა ოფშორიდან გადმოსულ კომპანიებს შეღავათებს უწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები