მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას განაგრძობენ

5f7e277e30815
თამთა ჯიჯავაძე
08.10.20 00:35
1265
ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები პარლამენტთან საპროტესტო აქციას განაგრძობენ. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტს მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცნობისთვის, კერძო სექტორი ხელისუფლებისგან ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან საზღვრების გახსნას, ფრენების აღდგენასა და შესაბამისი ფრენების განრიგის გამოქვეყნებას ითხოვს, რათა ტურისტულმა ბიზნესმა მომავალი სეზონი მაინც დაგეგმოს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა მთავრობამ ბიზნესს საბანკო სექტორთან უშუამდგომლოს, რადგან დღეს ტურიზმში ჩართული კომპანიების უმრავლესობა გადახდისუუნაროა.

როგორც bm.ge-ს აქციის ორგანიზატორმა და გიდმა ალექსანდრე გიორგაძემ განუცხადა, მათ კარვის გაშლა სცადეს, თუმცა, პოლიციამ კარავი მათ წაართვა.

"გადავწყვიტეთ რომ რამდენიმე ადამიანი ღამით მორიგეობით დავრჩენილიყავით. გვქონდა პატარა კარავი. ამ დროს გაჩნდა 30–მდე პოლიციის თანამშრომელი. საუბრისას მთაწმინდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა დაავლო ხელი კარავს, მისცა მეორე პოლიციელს და მანქანაში ჩადეს. ხუთი საათის შემდეგ კი დაგვიბრუნეს, თუმცა, ჩვენ აღარ გაგვიშლია", – აღიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ისინი ღამით იმორიგევებენ პარლამენტის წინ მანამ, სანამ რაიმე ნაბიჯი არ გადაიდგმება. როგორც ალექსანდრე გიორგაძემ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

აქციის ორგანიზატორის განცხადებით თუ პროტესტმა შედეგი არ გამოიღო, შემდეგ შიმშილსაც დაიწყებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები