მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის შემოსავლები რუსი ვიზიტორების გარეშეც გაზრდილია - ევა ბოჭორიშვილი

632986b5d8e70
BM.GE
20.09.22 00:15
244
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 8 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 2.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს თანხა წინა წელთან შედარებით 1.4 მილიარდი დოლარით მეტია.

ევა ბოჭორიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ტურიზმის შემოსავლებით წელს ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან შემოვიდა, მათ გარეშეც ტურიზმის მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში მყოფმა რუსებმა წელს $468 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 471%-ით მეტია.

“რუსეთის ეფექტიც, რომ გამოვრიცხოთ, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს, მაინც ზრდა გვაქვს. ტურისტების რიცხვი აზიური ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა, რომლებიც მაღალმხარჯველები არიან და ზოგადად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ეკონომიკაშიც არის დოლარში ფასების ზრდა და შესაბამისად, ეს გაზრდილ შემოსავლებში ითარგმნება. ტურიზმის სექტორშიც დოლარში ფასები გაზრდილია და ტურიზმის შემოსავლებს წინა წლის დონესთან შედარებით ესეც ზრდის,”- განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები