ტურიზმი გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სექტორია, თუმცა მისი წილი სხვადასხვა ქვეყნის ბიუჯეტში რადიკალურად განსხვავდება. ინდუსტრიული სახელმწიფოებისთვის მოგზაურები შემოსავლის მხოლოდ დამატებითი წყაროა, თუმცა მსოფლიოს რუკაზე არსებობს ადგილები, რომელთა გადარჩენა და განვითარება თითქმის ექსკლუზიურად საერთაშორისო ვიზიტორებზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ეს მცირე ზომის, ძირითადად კუნძულოვანი სახელმწიფოები და ტერიტორიებია, სადაც ეკონომიკის მთავარი საყრდენი და მოსახლეობის დამსაქმებელი სწორედ მასპინძლობის ინდუსტრიაა. რომელია მსოფლიოში ის 10 ქვეყანა თუ ტერიტორია, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ტურიზმის გარეშე, უბრალოდ, ჩამოიშლებოდა?


































