Turkish Airlines-ი ესპანურ Air Europa-ში $349 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, სანაცვლოდ კი კომპანიის წილებს მიიღებს. თურქეთის ავიახაზების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინვესტირებული თანხა კომპანიის კაპიტალიზაციას გაზრდის, თუმცა რა რაოდენობის აქციების სანაცვლოდ მოხდება ეს, ჯერ უცნობია. ორი კომპანია ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, მხარეები სახელმწიფო რეგულატორისგან თანხმობას ელიან. ამის შემდეგ კი ტრანზაქცია, მაქსიმუმ 12 თვეში დასრულდება.
მართალია, ესპანეთის ავიახაზებში განხორციელებული $349-მილიონიანი ინვესტიცია Turkish Airlines-ს სერიოზულ მეწილედ ვერ აქცევს, თუმცა აღნიშნული ნაბიჯი ევროპის ბაზარზე კომპანიის გავლენას მაინც მნიშვნელოვნად გააძლიერებს.




























