მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Turkish Airlines-მა სტამბოლი-ერევანის მიმართულებით ფრენების შესრულება დაიწყო

Turkish Airlines

თურქეთის ავიახაზებმა დაიწყო რეგულარული ავიარეისები სტამბული–ერევანი–სტამბულის მიმართულებით. პირველი რეისი ერევანში 2026 წლის 11 მარტს დაეშვა. დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის ხელმძღვანელი მიჰრან ხაჩატრიანი, კომპანია „საერთაშორისო აეროპორტები – სომხეთის“ წარმომადგენლები, Turkish Airlines-ის მენეჯმენტი და მოწვეული სტუმრები.

Turkish Airlines-ის თანახმად, ამ ეტაპზე რეისები სტამბული–ერევნის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. დაგეგმილია, რომ 14 მაისიდან სიხშირე კვირაში 10 რეისამდე გაიზარდოს, ხოლო 15 ივნისიდან — 14-მდე, რაც მგზავრთა მოთხოვნის ზრდასთანაა დაკავშირებული.

ავიამიმოსვლის აღდგენა ხდება იმ პირობებში, როდესაც თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვარი ჯერ კიდევ დახურულია. სახმელეთო მიმოსვლისთვის მხარეებმა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება უნდა დაასრულონ.

2022 წლიდან ერევნის მიმართულებით ფრენების შესრულება Pegasus-მა დაიწყო, რომელსაც 2026 წლიდან Turkish Airlines-იც დაემატა.

ამასთან, 2025 წლის დეკემბერში მხარეებმა დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების შესახებაც განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები