მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი

610a9c99bf1d2
BM.GE
04.08.21 17:55
667
„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპოდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას“ ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას“ საქმიანობაში ხელს უშლის.

„დღეს ამერიკულმა „ფრონტერამ“ გააკეთა განცხადება, რომ ის ბატონები, რომლებიც საუბრობენ „ფრონტერას“ სახელით, საერთოდ არ წარმოადგენენ ამ კომპანიას. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ მშვიდად გადაამოწმოს ინფორმაცია და მოერიდოს სპეკულაციებს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან“, მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ“ გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა“, როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები