მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავამ იაპონურ ენერგოკომპანია TEPCO-სთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

617923ab2347e
BM.GE
27.10.21 13:58
453
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იაპონიის მსხვილი ენერგეტიკული კომპანიის TEPCO Renewable Power (TEPCO RP) მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა იაპონური კომპანიის საქართველოში საქმიანობის გაფართოებისა და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებში შესაძლო ინვესტირების საკითხი. აღსანიშნავია, რომ TEPCO Renewable Power - ი უკვე ფლობს 31,4 პროცენტიან წილს დარიალი ჰესში. როგორც ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს აქტივობა TEPCO RP - ს მიერ იაპონიის გარეთ განხორციელებული მეორე ინვესტიციაა, რაც ღიად მიანიშნებს იაპონური კომპანიის დაინტერესებაზე საქართველოთი და ზოგადად რეგიონით.

მინისტრის შეხვედრა TEPCO RP - ის წარმომადგენლებთან ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდა სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

უწყების ინფორმაციით, ონლაინ-შეხვედრაზე ნათია თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე. აღინიშნა, რომ ეს დარგი განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ითქვა, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს მეტი აქცენტის გაკეთებას ე.წ. განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე და ამ მხრივ, პოტენციური ინვესტორების მოძიებაზე. თავის მხრივ, იაპონური მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი სხვა ენერგეტიკული პროექტების მიმართ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ პოტენციური საინვესტიციო პროექტების გამოვლების მიმართულებით"-ნათქვამია ინფორმაციაში.