მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა:რისკების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის შერბილების გაგრძელება შეგვიძლია;

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა. განაკვეთი 8.25%-დან 8%-მდე შემცირდა, შედეგად რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა იმ ნიშნულამდე, რომელიც 2021 წლის თებერვლის შემდეგ მას არ ჰქონია, რადგანაც გასული სამი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა, ხოლო განაკვეთის შემცირება 11%-იანი ნიშნულიდან გასულ წელს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საფუძველი შექმნა ინფლაციის შემცირებულმა მაჩვენებელმა, რომელიც სამიზნე 3%-იან დონეზე დაბალია. თუმცა, ამასთან ეროვნული ბანკი გარკვეულ რისკებზეც მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები