მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურნავას თქმით, დეველოპერული კომპანიების დაკრედიტების წესში შესაძლოა ცვლილებები შეიტანოს

ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას აღნიშნავს, რომ არ გამორიცხავს დეველოპერების დაკრედიტების წესში გარკვეული ცვლილება შევიდეს და მათ ბანკებიდან სესხის მოზიდვა გაუმარტივდეთ. თუმცა ამასთან, ნათია თურნავა აღნიშნავს რომ სები მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ თუკი შეფასება აჩვენებს, რომ აღნიშნულს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე არ ექნება უარყოფითი გავლენა.

"მე გეთანხმებით, რომ გარკვეული მხარდაჭერა ამ მიმართულებას სჭირდება, რადგან რასაკვირველია, საბანკო იპოთეკები, ეს ნიშნავს უფრო მეტ ზედამხედველობას, რისკების უკეთეს მართვას, ამიტომ ჩვენ გავითვალისწინეთ დეველოპერების წუხილი ამ თვალსაზრისით, თუმცა რასაკვირველია, ჩვენი პირველადი საზრუნავი ეს არის ფინანსური სტაბილურობა და ზოგადად, ასე ვთქვათ, ნებისმიერი და გაუთვლელი შერბილება, ეს არ არის ჩვენი პრაქტიკა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები და ასევე კვლავაც ჩვენ ვაგრძელებთ დეველოპერებთან ერთად ჩვენი რეგულაციების გადახედვას. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენი მხრიდან ამ კუთხით მხარდაჭერა იქნება, რასაკვირველია ფინანსური სტაბილურობის დაცვით.

დღეს ჩვენი რეგულაციები ითვალისწინებს, ძალიან მკაცრ თანაფარდობას საკუთარ კაპიტალსა და მოზიდულ რესურსს შორის დეველოპერებისთვის. ჩვენ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშ, შეიძლება თუ არა ნაკლებად რისკიანი პროექტების შემთხვევაში ეს თანაფარდობა ოდნავ შემცირდეს,"- აღნიშნავს ნათია თურნავა.

2025 წლის თებერვალში ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებში თანამონაწილეობის ზღვარი 15%-დან 10%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები