მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი 3 მლნ ტონა სიმინდის იმპორტის კვოტას აწესებს, რომელიც შეღავათიანი ტარიფით დაიბეგრება

სიმინდი

თურქეთმა სიმინდის იმპორტზე დროებითი სატარიფო კვოტა შემოიღო. ქვეყანაში 2026 წლის 20 აპრილიდან 31 ივლისამდე პერიოდში 3 მილიონ ტონამდე სიმინდის იმპორტზე შემცირებული, 5%-იანი საბაჟო ტარიფი იმოქმედებს.

ეს ნაბიჯი წარმოების შემცირებული მოლოდინების, საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნის მკვეთრი მატებისა და იმპორტის საჭიროებების ზრდის ფონზე გადაიდგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანკარა ახალი სეზონის წინ ნედლეულზე ზეწოლის შემსუბუქებას ცდილობს.

კვოტის ფარგლებში განხორციელებული იმპორტი ისარგებლებს 5%-იანი გადასახადით, ხოლო კვოტის მიღმა იმპორტირებული მოცულობები კვლავ დაექვემდებარება თურქეთის რეგულარული იმპორტის რეჟიმის ტარიფებს, 130%-ს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვოტა გასულ წელსაც მოქმედებდა.

ცნობისთვის, თურქეთი საქართველოსთვის სიმინდის მეორე უმსხვილესი მომწოდებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები