მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გამოყენებისთვის კომერციულ გემებს გადასახადს უზრდის

630e54477d71f
თამთა ჯიჯავაძე
30.08.22 22:14
973
თურქეთი ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გამოყენებისთვის კომერციულ გემებს ტრანზიტის გადასახადს უზრდის. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

შესაბამისი რეგულაცია ძალაში 2022 წლის 7 ოქტომბერს შევა, შედეგად გადასახადი ერთ ტონაჟზე $4 ეღირება, რაც ხუთჯერ ზრდას ნიშნავს.

1936 წელს მიღებული მონტრეს კონვენციის მიხედვით, თურქეთს აქვს უფლება მოითხოვოს გადასახადი ბოსფორის და დარდანელის სრუტეების გამოყენებისთვის.

როგორც თურქული მედია წერს, ანკარას სურს ბოსფორის სრუტეში ნავთობის, ქიმიური ნივთიერებებისა და გათხევადებული გაზის ტრანსპორტირების შემთხვევები შეამციროს, რათა მასთან დაკავშირებული ავარიების რისკებიც შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები