მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი დეპოზიტების ვალუტის გაუფასურებისგან დაზღვევის სქემას აჩერებს

დეპოზიტები
BM. GE
24.08.25 20:53
1050

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განკარგულება გამოსცა და ახალი დეპოზიტების ვალუტის გაუფასურებისგან დაზღვევის სისტემა შეაჩერა. საქმე ეხება 2021 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თუ ლირა უცხოურ ვალუტასთან გაუფასურდებოდა, სახელმწიფო დეპოზიტებზე დამატებით თანხას განათავსებდა და მას ნეგატიური გავლენისაგან დაიცავდა. მაშინ ეს ინიციატივა საფინანსო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესანარჩუნებლად მიიღეს.

თუმცა დროთა განმავლობაში ეს სქემა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის თავის ტკივილად იქცა. 2021 წლიდან დღემდე თურქეთის ხელისუფლებამ დეპოზიტების გადასაზღვევად $60 მილიარდი დოლარი გამოყო. ამასთან, შემცირდა გაუფასურების მაჩვენებელიც. შესაბამისად, მსგავსი სქემა ნაკლებად საჭიროდ ჩაითვალა.

ლირამ დოლართან მიმართებით ღირებულების 44% დაკარგა 2021 წელს, 29% - 2022 წელს, 37% - 2023 წელს და 16% გასულ წელს.

აღსანიშნავია, რომ არსებული სისტემით სარგებლობა ცვლილების მიღებამდე გახსნილ დეპოზიტებს ისევ შეეხება და მათ გადაზღვევას თურქეთის ხელისუფლება იქამდე გააგრძელებს, ვიდრე თავად ანგარიშები არ დაიხურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები