მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი... - მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევა

მიგრაციის დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს.

უწყების ინფორმაციით, გაძევებული პირების მიმართ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესდა საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, კენიის, რუსეთის, ნიგერიის, ერაყის, კუბის, ლიბანის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომალის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 84 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები