მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი პომიდვრის ექსპორტზე შეზღუდვას აწესებს

6405a9b83006b
მარიამ ვარადაშვილი
06.03.23 13:23
3531
თურქეთი 14 აპრილამდე პომიდვრის ექსპორტს ზღუდავს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ექსპორტზე შეზღუდვას სურსათის მიწოდების უსაფრთხოებისა და ფასის სტაბილურობით ხსნის. როგორც Daily Sabah-ი წერს, ქვეყანაში პომიდორზე ფასი იზრდებოდა და ძლიერმა მიწისძვრებმა ვითარება უფრო გაამწვავა.

სამინისტრომ ექსპორტის შეზღუდვაზე გადაწყვეტილება 2 მარტს მიიღო და ეხება როგორც ახალ, ისე გაყინულ მდგომარეობაში მყოფ პომიდორს. შეზღუდვა რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის აზერბაიჯანს არ შეეხება. გამოცემა ასევე წერს, რომ შეზღუდვა თურქულ პომიდორზე ევროპაში გაზრდილმა მოთხოვნამაც განაპირობა.

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ BMG-ის დაუდასტურა, რომ შეზღუდვა საქართველოზეც გავრცელდება, თუმცა იმპორტის აკრძალვა იმ ტვირთს არ შეეხება, რომლის შესყიდვაზეც დადგენილების მიღებამდე გაფორმდა შეთანხმება.  

2022 წელს საქართველოში პომიდვრის იმპორტმა 7.1 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის სრულად თურქეთიდან განხორციელდა.