მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა 1 ნოემბრიდან აიკრძალება

თურქეთი და სოც-ქსელები

თურქეთის მთავრობამ 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა ოფიციალურად აკრძალა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა ჯერ კიდევ აპრილში დაამტკიცა, რეგულაცია კი ძალაში 1 ნოემბრიდან შევა. როგორც ირკვევა, ახალი ინიციატივა მიზნად არასრულწლოვანთა ციფრული სივრცის მავნე ზეგავლენისგან დაცვას ისახავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი წესების აღსასრულებლად სოციალური მედიის პლატფორმებს ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომების მიღება დაევალათ. კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მომხმარებელთა ასაკის გადამოწმება სახელმწიფოს მიერ გაცემული სპეციალური ციფრული იდენტიფიკატორით უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ რეგულაცია 15 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებზეც ვრცელდება, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ პლატფორმებზე მიჯაჭვულობის გამომწვევი ფუნქციების სავალდებულო გათიშვაზე, რაც თავად ტექ-გიგანტებმა უნდა უზრუნველყონ.

ინფორმაციისთვის, თურქეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გლობალური ტენდენციის ნაწილია. სოციალურ ქსელებზე ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება ავსტრალიამ დაიწყო, მას კი მომდევნო თვეებში ევროპის, აზიისა თუ ამერიკის კონტინენტების არაერთი სახელმწიფო მიჰყვა.

ცალკეულად, 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე წვდომის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა სექტემბერში ევროკავშირმაც წარადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები