მიგრაციის დეპარტამენტმა, ბოლო დღეებში 20 ქვეყნის 80 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. უწყების ცნობით,
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის მოქალაქეები გააძევეს.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.



























