მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი რუსული გაზის შეძენას მომავალ წელსაც გააგრძელებს

Gazprom

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოფიციალური ანკარა Gazprom-ისაგან რუსული ბუნებრივი აირის შეძენას მომავალ წელსაც გააგრძელებს. არსებული ინფორმაციით, საუბარია 22 მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე, რომელიც 2026 წლის 12 თვეზე გადანაწილდება.

ცნობისთვის, აქამდე დადებული კონტრაქტის თანახმად, თურქეთს გაზის შესყიდვა 2025 წლის მიწურულს უნდა დაესრულებინა, თუმცა 4 დეკემბერს ოფიციალურმა ანკარამ კონტრაქტის გახანგრძლივებას მოაწერა ხელი.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 12 თვეზე გადანაწილებული კონტრაქტი ერთიანი არ არის და ის მიწოდების რამდენიმე, მოკლევადიან შეთანხმებას მოიცავს. შესაბამისად, თუ გარკვეულ ეტაპზე თურქეთი პოზიციას შეიცვლის, მას გაცილებით უფრო უმტკივნეულოდ შეეძლება პროცესის შეწყვეტა. Gazprom-თან დადებული გარიგების პარალელურად, ოფიციალური ანკარა აქტიურად მუშაობს ბუნებრივი აირის მოწოდების გზების დივერსიფიცირებაზე. არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი ამერიკის შეერთებულ შტატებზეა, საიდანაც თურქეთი გათხევადებული გაზის, იგივე LNG-ს იმპორტს გაზრდას აპირებს.

ცნობისთვის, ამჟამად აშშ თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს შორის მე-4 ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები