მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი რუსული გაზის შესყიდვის გაგრძელებას აპირებს

gazprom

რუსეთმა წლის ბოლოს ენერგეტიკის სფეროში დადებული კონტრაქტები უნდა განაახლოს. ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტი თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკავშირდება და როგორც ცნობილია, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხელშეკრულების განახლებისათვის მზადაა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთი ზუსტად იმ მოცულობის გაზის ყიდვას აპირებს Gazprom-ისგან, რამდენსაც 2025 წლის განმავლობაში ყიდულობდა.

მართალია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა დიდი სახელმწიფოსგან რუსული ენერგეტიკული რესურსების იმპორტის შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა, როგორც ჩანს, თურქეთი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ამ სურვილს არ ითვალისწინებს და Gazprom-თან ახალ კონტრაქტს ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები