მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი საქართველოში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, C-130-ის თვითმფრინავების ფრენებს აჩერებს

c130

თურქეთი საქართველოში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, C-130-ის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავების ფრენებს აჩერებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში წარმოებული C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავები ფართოდ გამოიყენება თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ პერსონალის გადასაყვანად და ლოგისტიკური ოპერაციების განსახორციელებლად.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენის განახლების უფლება მხოლოდ იმ თვითმფრინავებს მიეცემათ, რომელიც წარმატებით გაივლის შემოწმებას.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ცნობილია, რომ თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც ცნობილია, დაიღუპა ბორტზე მყოფი 20 ადამიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები