2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და სომხეთში იყო ვიზიტით. ამ ქვეყნებს მოსდევს ვიზიტები რუსეთში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სხვა ქვეყნებსა და ბოლოს აზერბაიჯანში.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2%-ს შეადგენდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების მიზნებში მეორე ადგილს იკავებს მეგობრების/ნათესავების მონახულება, მას მოსდევს დასვენება, გართობა, რეკრეაცია, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა, მკურნალობა, გაჯანსაღება და ა.შ.