მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთიდან საიმედო ცნობებია... [თორნიკე რიჟვაძის] გადაყვანა ოჯახმა ითხოვა, ვერ ვიტყვი რომ ამის აუცილებლობა იყო - მიხეილ სარჯველაძე

მინისტრი

"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთშია გადაყვანილი.

როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, მისი თურქეთში წაყვანის აუცილებლობა არ იყო, მაგრამ ოჯახის თხოვნით გადაიყვანეს.

"მას შემდეგ, რაც ის ოჯახის თხოვნით გადაყვანილ იქნა თურქეთში მკურნალობის გასაგრძელებლად, იქიდანაც საიმედო ცნობებია, რასაც ვიღებთ და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოხდება ჯანმრთელობის აღდგენა.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს აუცილებლობა იყო ეს იყო უბრალოდ ოჯახის თხოვნა, მათაც, რა თქმა უნდა, კარგად აეხსნათ, სრულფასოვნად მიეწოდათ ინფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ, რისკების მაქსიმალურად ნეიტრალიზების შესახებ აქ გატარებული ღონისძიებების შედეგად, თუმცა, მათ მაინც ამჯობინეს, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რასაც ბუნებრივია, ანგარიში გავუწიეთ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ეს აუცილებლობით ნაკარნახები არ იყო. ისიც შემიუძლია ვთქვა, რომ არ მგონია ის თურქეთში რაიმე სახით უფრო მეტ ან გაუმჯობესებულ მკრუნალობას ღებულობს. ჩვენი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძირითადი და ყველაზე კრიტიკული პრობლემები, რაც იყო, გადაიარა.

პირველ რიგში, საგარეჯოს კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ეს უნდა ვთქვათ და იქაურ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადავუხადო სწორად წარმართული პროცესისთვის, და შემდგომ, რა თქმა უნდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ეს კრიტიკული დღეები აბსოლუტურად უნაკლოდ და ზედმიწევნით სწორად იქნა მართული. შესაბამისად, ამან მოიტანა რეზულტატი და პრაქტიკულად, მდგომარეობა, რომელიც გუშინ საღამოს დაახლოებით ამ დროს ვნახეთ, იყო აბსოლუტურად დამაიმედებელი, სხვათაშორის, ამან გააჩინა შესაძლებლობა, რომ გადაყვანა მომხდარიყო, ეს პარამეტრები რომ არ გაუმჯობესებულიყო, იქნებოდა პრობლემა", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას "რუსთავი 2-ის" ეთერში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები