“თურქეთის მიმართულებით დამატებითი გადამცემი ხაზი უნდა აშენდეს, ქვეყანას ელექტოენერგიის რეექსპორტის პოტენციალი აქვს”, - ამის შესახებ “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა გადაცემა “საქმის კურსში” აცხადებს.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია, მეზობელი ქვეყნებისგან ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვა და თურქეთში გაყიდვა. თუმცა, მიღმა ამისა, საქართველოსთვის საექსპორტოდ მოკლევადიან პერსპექტივაში საინტერესო ბაზარია ევროპა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლებელია, ელექტროენერგიის გაყიდვა ერაყშიც მოხდეს.
“თურქეთის მიმართულებით უნდა მოხდეს დამატებით გადამცემი ხაზის მშენებლობა, იმის გამო, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი რეექსპორტი განახორციელოს. იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყნებში აზერბაიჯანსა და რუსეთში ზედმეტი ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში.
შავი ზღვის გადამცემი კაბელი უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ევროპა არის ყველაზე მსყიდველუნარიანი და მაღალი ტარიფის მქონე მომხმარებელი. ეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნის საშუალებას გააჩენს და ჩვენი ქვეყნის პოტენციალი ათვისებული იქნება. გარდა თურქეთისა ვფიქრობ, რომ ექსპორტისთვის საინტერესო იყოს ერაყი, რადგან მათაც ენერგო დეფიციტი აქვთ. თუ ქსელი ისე დაუკავშირდება ამ რეგიონს, შესაძლებელია, რომ მომავალში საექსპორტო ბაზარი გახდეს. დღევანდელი მოცემულობით, პრიორიტეტული ევროპის ბაზარი უნდა იყოს.”- ამბობს “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა.