თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის ოპოზიციონერ მერს, ექრემ იმამოღლუს ბრალი წაუყენა. უწყება კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერისთვის თავისუფლების აღკვეთას ჯამში 2,352 წლით ითხოვს.
კერძოდ, ბრალდებაში საუბარია 2015 წლიდან 2018 წლამდე ჩატარებულ ტენდერზე, რა დროსაც იმამოღლუ ბეილიქდუზუს მერის თანამდებობას იკავებდა.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ტენდერის ღირებულება აჭარბებდა მის საბაზრო ღირებულებას. საგულისხმოა, რომ იმამოღლუს გარდა აღნიშნულ საქმეში ხუთი სხვა ბრალდებული ფიგურირებს.
სტამბოლის მერის განცხადებით, სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, წაყენებული ბრალდებები კი უსაფუძვლოა.




























