მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საზღვრის კვეთის ნებართვა 1 000-ზე მეტმა პირმა მიიღო

5f3bd3a52aa99
BM.GE
18.08.20 17:10
5554
თურქეთის რესპუბლიკაში საზღრის კვეთის ნებართვის მოსაპოვებლად, განაცხადზე დადებითი პასუხი უკვე 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო. რეგისტრაციის და მოქალაქეებთან უკუკავშირის პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. თურქეთის მიმართულებით საზღვარი უკვე 600-მდე მოქალაქემ გადაკვეთა. 

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის და აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელისგან ნებართვის მიღების მსურველთა რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობისა და საზღვარზე გადასულთა რაოდენობის შესახებ ანგარიში მოისმინა.

ნებართვის მისაღებად რეგისტრაციის გავლა მოქალაქეებს შეუძლიათ სპეციალურად შექმნილ პორტალზე - abroadworkers.moh.gov.ge. განაცხადებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მიუხედავად განკარგულებთ გათვალისწინებული 7 დღიანი ვადისა, ამ ეტაპზე განცმხადებლებს შედეგის შესახებ პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, არა უგვიანეს 48 საათის განმავლობაში მიეწოდებათ.

აჭარის დასაქმების სააგენტო უსასყიდლოდ ეხმარება მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცესში. რეგისტრაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ ეწვიონ ვებ-გვერდს - http://visit.hrajara.gov.ge/nebartva/ ან დაუკავშირდნენ კონსულტაციის მისაღებად შემდეგ ნომრებზე: 1505 - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოიებიდან დევნილთა, შრომის, ჯამრთელობის დაცვისა და სოციალურ დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს (0422) 24 78 82 (0422) 24 78 83 - აჭარის დასაქმების სააგენტო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები