თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 37% შეადგინა.
როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ 24%-იანი ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება აღარ არის საჭირო და უწყებამ არსებული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.
როგორც ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ინფლაციის დონე სტაბილურად იკლებს და 2026 წლის ბოლოდან შედარებით რბილ მონეტარულ რეჟიმზე გადავა, რადგან, გრძელვადიან პერსპექტივაში, 37%-იანი განაკვეთის შენარჩუნება შეუძლებელია.
ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გასაჯაროების ფონზე, ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის კურსმა 44.1 ლირას მიაღწია.




























