მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა და აშშ-მა ბირთვულ ტექნოლოგიებზე საგრანტო შეთანხმება გააფორმეს

თურქეთი და აშშ

თურქეთმა აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტო USTDA-სთან მცირე მოდულური რეაქტორებისა და მეოთხე თაობის ბირთვული ტექნოლოგიების პოტენციალის შესაფასებლად საგრანტო შეთანხმება გააფორმა.

როგორც ირკვევა, დოკუმენტს ნიუ-იორკში მდებარე Türkevi-ის ცენტრში თურქულმა კომპანია TÜNAŞ-მა და ამერიკულმა USTDA-მ მოაწერეს ხელი. ორმხრივი პარტნიორობის გაღრამვების შესახებ ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა სოციალურ ქსელ X-ის მეშვეობით გაავრცელა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გაფორმებული შეთანხმება თურქეთს ახალი თაობის ბირთვული ტექნოლოგიების ტექნიკური, ეკონომიკური და მარეგულირებელი ასპექტების ყოველმხრივი შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ეს გარიგება თურქეთს დაეხმარება, ენერგორესურსების დივერსიფიკაცია გააღრმაოს და 2030 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განმტკიცება შეძლოს. ამასთან, 2053 წლისთვის ემისიები ნულოვან ნიშნულამდე შეამციროს.

მინისტრის განცხადებით, მსხვილი ატომური ელექტროსადგურების განვითარებასთან ერთად, ანკარა აქტიურად შეისწავლის იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმას ყველაზე მეტად შეესაბამება.

ცნობისთვის, მცირე მოდულური და მეოთხე თაობის რეაქტორები ტრადიციულ ატომურ ელექტროსადგურებთან შედარებით კომპაქტური ზომითა და უსაფრთხოების მოქნილი სისტემებით გამოირჩევა. ინოვაციური ბირთვული დანადგარების ინტეგრაცია ენერგეტიკული ქსელის მდგრადობასა და ნახშირბადის ემისიების შემცირებას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები