მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს პარლამენტს არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს

პარლამენტი
04.12.24 15:53
1643

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

პრესრელიზის თანახმად, ანკარაში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მონაწილეობდა, სადაც აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ქართველ დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება

"სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ურთიერთობებში არსებული საერთო პრიორიტეტები, რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოების გამოწვევები, სამმხრივი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, საერთაშორისო ორგანიზაციებში კოორდინაციის მნიშვნელობა და სამ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილა.

თავის გამოსვლებში აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ქართველ დეპუტატებს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და გამოხატეს მზაობა, რომ საქართველოს ახალი მთავრობისა და პარლამენტის პირობებში, გაააქტიურონ თანამშრომლობა დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე და შეიმუშაონ პარტნიორობის ახალი მიმართულებები.

თურქმა და აზერბაიჯანელმა კანონმდებლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კვლავ დაადასტურეს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობა, ეკონომიკა, თავდაცვა, ენერგეტიკა, კულტურა, განათლება და ტურიზმი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საპარლამენტო კავშირების გაღრმავებას. ამ კონტექსტში, მხარეებმა არსებული სამმხრივი ფორმატის გაფართოების შესაძლებლობები და ახალი მექანიზმების შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც არსებულ პლატფორმას მეტად გააძლიერებს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი... - ვინ მიულოცა “ქართულ ოცნებას”?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები