აშშ-ის ახალი სანქციების ამოქმედების ფონზე, თურქეთმა რუსული ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო. Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთი დაახლოებით ისეთ ნაბიჯებს დგამს, როგორსაც ინდოეთი და ჩინეთი, რომლებმაც გასულ კვირას რუსული ნავთობის იმპორტი თითქმის სრულად შეაჩერეს.
ამ ცნობების გავრცელების ფონზე, წყაროები ადასტურებენ, რომ უმსხვილესმა სანავთობო ქარხანამ, SOCAR Turkey Aegean Refinery (STAR)-მა ახალი პროდუქცია არა რუსეთიდან, არამედ ერაყიდან და ყაზახეთიდან მიიღო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა სავაჭრო პარტნიორების ჩანაცვლებას იწყებს.
ექსპერტების შეფასებით, აშშ-ის ახალი სანქციების პაკეტი იმდენად მკაცრია, რომ რუსული ნავთობის გამო სახელმწიფოებს რისკზე წასვლა არ სურთ და ამიტომ ისინი მიმწოდებლებს ანაცვლებენ — დროებით მაინც.
თუკი ინდოეთი, ჩინეთი და თურქეთი დროულად არ აღადგენენ რუსული ნავთობის შესყიდვას, მაშინ კრემლი საბიუჯეტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ქვეყნის მთავრობის ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ენერგეტიკული რესურსების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც ამჟამად დრამატულად შემცირებულია.




























