თურქეთმა SEPA-ს საგადახდო სისტემაში გაწევრიანების ინტერესი გამოხატა და ევროკავშირს შესაბამისი განცხადება გაუგზავნა. ეს ინფორმაცია მედიას თავად თურქეთის ფინანსთა მინისტრმა, მეჰმეთ შიმშეკმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე აცნობა. მინისტრის განმარტებით, მსგავსი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთსა და ევროკავშირს შორის მაღალი დონის ეკონომიკური დიალოგი დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ანკარასა და ბრიუსელს შორის ფინანსურ ინტეგრაციაზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. საყურადღებოა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ევროპულ საგადახდო სივრცეში გაწევრიანების სურვილი წარსულშიც არაერთხელ გამოთქვა.
ცნობისთვის, SEPA-ს ერთიანი საგადახდო სისტემაა, რომელიც ევროპის 41 ქვეყანას აერთიანებს. ეს სისტემა მიზნად ქვეყნებს შორის ევროში გადარიცხვების გამარტივებას, დაჩქარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.




























