მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მისცეს - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

5f2fc188410eb
BM.GE
09.08.20 13:25
908
თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლაზე დადებითი პასუხი უკვე 101 პირს მიეცა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში მოწვევის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების სამი თვის ვადით გამგზავრებას ითვალისწინებს.

"თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის მიზნით საქართველოს ტერიტორიის დატოვების ნებართვის მიმღებ პირებს გამგზავრების თანხმობის შესახებ მოკლეტექსტური შეტყობინებები განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომრებზე აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ უკვე დაეგზავნა.

თურქეთში გამგზავრების მსურველებმა რეგისტრაციის პროცედურა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე, ასევე აჭარის დასაქმების სააგენტოს დახმარებით abroadworkers.moh.gov.ge-ზე გაიარეს.

განაცხადს ის მოქალაქეები ავსებენ, რომელბმაც თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირისგან მოწვევა უკვე მიიღეს და ნოტარიულად ქართულ ენაზე დაამოწმეს. პროცედურა მარტივია, პირადი ნომრისა და მობილურის ნომრის შეყვანის შემდეგ განმცხადებელი ღებულობს აქტივაციის კოდს, რომლის შემდეგაც საშუალება ეძლევა ატვირთოს თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული მოწვევა. განმცხადებელს პასუხი უმოკლეს ვადაში, არაუგვიანეს შვიდ დღეში ეცნობება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე განმარტავს, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში დასრულდეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა და იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მიიღეს მოწვევა თურქეთში მცხოვრები ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან მალე გადაკვეთონ საქართველო-თურქეთის საზღვარი და დანიშნულების ადგილზე მივიდნენ",- აცხადებენ უწყებაში.

ipn.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები