მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება - პრემიერი

63e76cbfd83ae
თელარა გელანტია
11.02.23 14:22
516
„უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა თურქ ხალხს გამძლეობა, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელება უსურვა.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს საშინელი ტრაგედიაა, რაც თურქეთში მოხდა. კიდევ ერთხელ ჩვენს მეგობარ მოძმე ერს, თურქ ხალხს მინდა მივუსამძიმრო და თურქეთის პრეზიდენტს, ბატონ ერდოღანს. ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ თურქ ხალხს.

ჩემი გადაწყვეტილებით, უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით.

მთავრობის გარდა, კერძო სექტორიც არის მობილიზებული, პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენს თურქ ხალხს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო და ვუსურვო გამძლეობა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება,“- აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები