მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 67%-მდე გაიზარდა

ინვესტიციები

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამომხმარებლო ზრდის ტენდენცია ვერ იძლევა. გასული თვის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 67% შეადგინა, რაც თითქმის 2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 72%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 45%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

სხვათა შორის, კომიტეტის წინა შეხვედრაზე ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. როგორც ჩანს, ცენტრალური ბანკის ახალ ხელმძღვანელს, ფატიჰ კარაჰანს მიაჩნია, რომ 65%-იანი ინფლაციის დასაძლევად მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება აღარ არის საჭირო და უწყებამ არსებული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები