მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში ინფლაცია შემცირდა

თურქეთი

თურქეთის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. როგორც თურქეთის სტატისტიკის სამსახური იუწყება, გასულ თვეს ქვეყანაში ინფლაცია 31.1%-მდე შემცირდა, ნაცვლად წინა თვეს დაფიქსირებული 32.95%-ისა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედარებით უკეთესი მონაცემებია, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ, რადგან მათ ინფლაციის უფრო ნაკლებად შემცირების მოლოდინი ჰქონდათ.

ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ინფლაციის კლების პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ოფიციალური უწყების განმარტებით, ფასების ზრდის ტემპის შენელება ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკით არის განპირობებული, რომელიც 39.5%-იან ნიშნულზეა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები