მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში მედიკამენტების ფასი იზრდება - ერდოღანის ბრძანება

62cede0854045
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.22 11:13
2533
თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. ამას ითვალისწინებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ 2022 წლის 7 ივლისს გამოცემული ბრძანება, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა.

განახლებულ ტარიფში განსაზღვრულია ევროს ფიქსირებული კურსი, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება. ახალი დადგენილება განსაზღვრავს იმ მოგების მარჟებს, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს (საწყობს) შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.

მედიკამენტების ახალი ტარიფები შემდეგნაირად განისაზღვრება:

● 10 ლირამდე - საწყობის მოგების მარჟა 9%; აფთიაქის მარჟა 28%;
● 10-50 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 8%; აფთიაქის მარჟა 28%;
● 50-100 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 7%; აფთიაქის მარჟა 28%;
● 100-200 ლირა - საწყობის მოგების მარჟა 4%; აფთიაქის მარჟა 18%;
● 200 + ლირა - საწყობის მოგების მარჟა 2%; აფთიაქის მარჟა 13%.

ჯერჯერობით, უცნობია ეს საფასო მატება რა ეფექტს მოახდენს კონკრეტული მედიკამენტების ფასებზე. ასევე უცნობია რა გავლენა ექნება მას საქართველოში თურქული ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების იმპორტის ღირებულებაზე.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის იანვრიდან საქართველოს ბაზარზე თურქეთისთვის განკუთვნილი იაფი მედიკამენტები შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები