მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საბაგირო გონდოლას ჩამოვარდნას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ანტალია

პარასკევს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში საბაგიროს კაბინის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 10 ადამიანი. უცხოური მედიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა კონსტრუქციას მოწყვეტილმა ბოძმა გამოიწვია, რომელიც კაბინას დაეჯახა და მისი ჩამოვარდნა გამოიწვია.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, პარასკევს, ადგილობრივი დროით 17:23 საათზე, გონდოლა ბაგირს მოსწყდა, რამაც საბაგირო ხაზი მთლიანად გააჩერა და ჰაერში მოაქცია 184 მგზავრი. მგზავრთა გამოყვანის სამუშაოები 19 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

გონდოლას, რომელიც საბაგირო ხაზს მოწყდა, რვა მგზავრი გადაჰყავდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი, 54 წლის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, 7 კი მძიმედ დაშავდა. სამაშველო სამუშაოების დროს კი კიდევ 3 ადამიანი დაზიანდა.

სამაშველო სამუშაოებისთვის 500-ზე მეტი მაშველი, რამდენიმე ვერტმფრენი და ამწეები იყო მობილიზებული.

ოფიციალურ ვებსაიტზე დაყრდნობით, საბაგირო ხაზი 36 გონდოლასგან შედგება, თითოეული მათგანი კი 6 მგზავრზეა გათვლილი. ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ საბაგირო სპეციალურ შემოწმებას ყოველთვიურად გადის და ტექნიკური დათვალიერება ბოლოს 19 თებერვლიდან 4 მარტამდე შუალედში გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები