მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

63ce3c2be1768
გიორგი თოლორდავა
23.01.23 12:02
973
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, კერძოდ, 14 მაისს გაიმართება.

თურქეთის მოსახლეობა ერთ დღეს როგორც ქვეყნის მმართველ პარტიას, ასევე პრეზიდენტსაც აირჩევს. მმართველი პარტიის კანდიდატი თავად ერდოღანია, რომელიც პრეზიდენტის პოსტს 2014 წლიდან იკავებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ექვსი პარტიისგან შემდგარ კოალიციას საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერაც არ დაუსახელებია.

ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, ეს თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება, რადგან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, თითქმის სამნიშნა ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურების ფონზე, ერდოღანის კანდიდატურას სერიოზული გამოწვევა ელის და არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ოპოზიციურმა კოალიციამ მოიპოვოს.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ხელისუფლებაში 2003 წლიდანაა, 2014-მდე ის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, 2014 წლიდან კი ის ქვეყნის პრეზიდენტია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ერდოღანმა პრემიერის ინსტიტუტი ფაქტობრივად გააუქმა და საკუთარი თავი თითქმის აბსოლუტური უფლებამოსილებით აღჭურვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ერდოღანს ხელისუფლების მიტაცებასა და ავტოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები