მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქული ლირა ორთვიან მინიმუმამდე გაუფასურდა

6461f097b13d5
შოთა ტყეშელაშვილი
15.05.23 12:40
5392
თურქული ლირა საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ორთვიან მინიმუმამდე გაუფასურდა. ამასთან, წინასწარი შედეგებით, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

Reuters-ის თანახმად, ლირა არჩევნების დღეს დოლართან მიმართებით 19.56-დან 19.70-მდე გაუფასურდა. ეს თებერვლის მიწისძვრის შემდეგ, დოლართან ლირiს ყველაზე დაბალი ღირებულებაა.

ამჟამად დათვლილია საპრეზიდენტო არჩევნების ხმების 99%, რომლის მიხედვით, შედეგები ასე ნაწილდება:

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - 49.42%;
ქემალ ქილიჩდაროღლუ - 44.95%;
სინან ოღანი - 5.20%.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები