მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში წლიური ინფლაცია მცირედით, 29.77%-მდე გაიზარდა

თურქეთი

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია მცირედით გაიზარდა.

წლიურმა მაჩვენებელმა სექტემბრის 29.73%-ის შემდეგ 29.77%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ 29.56%-იან ნიშნულს აღემატება.

საყურადღებოა, რომ თვიურ ჭრილში მატება სამომხმარებლო ფასების კუთხითაც დაფიქსირდა და 2.58% შეადგინა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 1.84%-ს შეადგენდა.

საცხოვრებლის ხარჯები წლიურად 40.24%-ით გაიზარდა, ტრანსპორტის სექტორში კი ფასების 36.39%-იანი მატება დაფიქსირდა. ამასთან, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე წლიური ინფლაცია სექტემბრის 27.62%-იდან 27.73%-მდე დაჩქარდა. რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროებს, აქ ხარჯების 27.33%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

პარალელურად, მწარმოებელთა ფასების წლიური ინფლაცია წინა თვის 27.38%-იდან 27.41%-მდე გაიზარდა. სამთომოპოვებით სექტორში კი ფასები გასულ წელთან შედარებით 35.12%-ით გაიზარდა. ზრდაა გადასამუშავებელ მრეწველობაშიც, სადაც 29.04%-იანი მატება აღირიცხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები