თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში ტყვია-წამლის და ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 8:25 საათზე კაფსულების წარმოების სექციაში მოხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერლიქაიამ შესაძლო საბოტაჟის ვერსია გამოირიცხა.