მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თავისუფალია

გალიფ ოზთურქი

თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. როგორც ოზთურქის ადვოკატმა “აჭარა თაიმსს“ უთხრა, ბიზნესმენმა საპატიმრო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

”სასჯელი, რომელიც ჰქონდა ნაწილობრივ ამნისტია შეეხო, ამას დაემატა ისიც რომ 3 წელზე მეტი მოხდილი ჰქონდა.

პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმებას. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი ვერ დადგინდა, მხოლოდ უკანონო შეძენა შენახვის ნაწილია საქმეში” - განაცხადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა “აჭარა თაიმსთან“

ოზთურქს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შენახვა.

ცნობისთვის: თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში 2022 წელს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ იგი დამნაშავედ 3 პუნქტით ცნო. თურქი ბიზნესმენი მოსამართლემ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის ნაწილში დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გალიფ ოზთურქი კი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ამასთან, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია “მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო “ეიფორია”, “ინტურისტი”, “მეტრო სქაი თაუერი” და “ბიზნეს ლეჯენდი”. ასევე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი “მეტრო სითი”.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2020 წელს სს “მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიას” შემოსავალმა 43.8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალი 52.5 მილიონი ლარი იყო. პანდემიამდე, ანუ 2019 წელს ჯგუფის ჯამური შემოსავალი 81 მილიონი ლარი, ზარალი კი 53 მილიონი ლარი იყო. ჯგუფის აქტივების ზომა 535 მილიონი ლარია.

რა შემოსავლები აქვს გალიფ ოზთურქის კომპანიებს საქართველოში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები